რუბიკ-კუბიკის შესახებ


1974 წელს,უნგრელმა სკულპტორმა და არქიტექტურის პედაგოგმა ერნე რუბიკმა გამოიგონა ყველასათვის ცნობილი სათამაშო თავსატეხი: "კუბიკ-რუბიკი".1975 წელს მან თავისი ქმნილება ოფიციალურად დააპატენტა.აღსანიშნავი ფაქტია,რომ მისი შექმნის დღიდან დღემდე 350 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული.კუბიკ-რუბიკს მეტსახელად - "ღმერთის ალგორითმიც" კი შეარქვეს.ცნობილია,რომ მის აწყობაში "მსოფლიო ჩემპიონატებიც" ტარდება (თუ ვინ უფრო სწრაფად ააწყობს მას).მსოფლიო რეკორდი მის აწყობაში დაამყარა 2011 წლის 11 იანვარს ფელიქს ზემგედსონმა მელბურნში,რომელმაც კუბიკ-რუბიკი 6,65 წამში ააწყო.ასევე საინტერესოა,რომ ფინელმა ანსი ვანხალამ იგი ფეხით 36,72 წამში ააწყო.კუბიკ-რუბიკმა ყველაზე დიდი პოპულარობა 1980 წელს მოიპოვა,როდესაც პლანეტის მოსახლეობის ყოველი მეხუთე ადამიანი ამ ნივთის მფლობელი გახლდათ.მისი ისტორიიდან აღსანიშნავი ფაქტი ისიცაა,რომ ბრიტანელმა გრემ პარკერმა მის აწყობას 26 წელი მოანდომა.იგი ცხრამეტი წლის იყო,როდესაც დაბადების დღეზე საჩუქრად კუბიკ-რუბიკი მიართვეს.იმ დღიდან მოყოლებული გრემი მას ოცდაექვსი წელი აწყობდა და მხოლოდ 47 წლის ასაკში შეძლო საბოლოოდ აეწყო იგი,რაც ყველაზე ხანგრძლივი დროა მისი აწყობისა "კუბიკ-რუბიკის" ისტორიაში.
დღესაც რუბიკის კუბიკი მსოფლიოში ყველაზე ცნობილი თავსატეხი სათამაშოა. დადგენილია, რომ იგი ანვითარებს ინტელექტს.
1974 წელის უნგრელმა მოქანდაკემ და პროფესორმა ერნო რუბიკიმ გამოიგონა კუბიკ-რუბიკი. რუბიკმა მას დაარქვა იყო ”magic cube” . მოგვიანებით Ideal Toys-მა ამ თავსატეხს ” rubic’s cube” უწოდა. 1980 წელს კომპანიამ განაცხადა, რომ მათ კუბიკ-რუბიკის 300 000 000 ეგზემპლარი ჰქონათ გაყიდული,ამიტომ კუბიკი მსოფლიოს საუკეთესო სათამაშოდ აღიარეს.
ტრადიციაული კუბიკის თავსატეხი 6 ფერია გამოყენებული: თეთრი ,ყვითელი , ნარინჯისფერი, წითელი, ლურჯი და მწვანე.
2005 წელს კუბიკ-რუბიკის 25 წელი შეუსრულდა და სპეციალური, საიუბილეო კუბიკიც გამოუშვეს, რომლის ცენტრშიც მოთამაშის ჩაფიქრებული სახეა გამოსახული.
დღესიათვის არსებობს რუბიკის კომპიუტერული ვერსიაც და ასევე რუბიკი თურმე ბრაილის შრიფტითაც.
რუბიკის კუბიკის მსოფლიო რეკორდსმენმა ბიჭმა თვალებახვეულმა ააწყო რუბიკი 1.28 წუთში.

No comments:

Post a Comment